უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ორი პირის მკვლელობისთვის დაკავებული - არავის დაშავება არ მინდოდა - მომდევდნენ, მირტყამდნენ, იარაღი ავიღე, რომ შემეშინებინა, წართმევა უნდოდათ, რა დროსაც გავისროლე

ნახვები: 553 ორი პირის მკვლელობისთვის დაკავებული - არავის დაშავება არ მინდოდა - მომდევდნენ, მირტყამდნენ, იარაღი ავიღე, რომ შემეშინებინა, წართმევა უნდოდათ, რა დროსაც გავისროლე

არავის დაშავება არ მინდოდა, - ამის შესახებ ვარკეთილში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა, იური კალანდარიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

იური კალანდარიშვილის თქმით, ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, რის გამოც საფრთხე შეექმნა მას და მისი ცოლ-შვილს და სურდა ისინი იარაღით შეეშინებინა.

„ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომდევდნენ, მირტყამდნენ. ავიღე ჩემი იარაღი, ამით მაინც შევაშინებ - მეთქი, როგორც კი ამოვიღე, მაშინვე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის. მაგ დროს მერე უკვე გავისროლე “, - განაცხადა იური კალანდარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი გათავისუფლებას ითხოვდა.

იური კალანდარიშვილს ბრალდება ოფიციალურად დღეს წარედგინა. დაკავებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ კალანდარიშვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ის შემთხვევის დროს თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.

შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა