Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა

ნახვები: 843 თურქეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა

წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებზე ყველაზე დიდი წილი უკავია. იანვარ-მარტის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 42.4 მლნ დოლარი ჩაიდო, რაც ჯამური ინვესტიციის მეხუთედია. ამგვარად, თურქეთი ინვესტორი სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილზე.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ეკონომიკის სექტორებისა და იმ კომპანიების შესახებ, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთიდან ინვესტიციები ჩაიდო.

ეკონომიკის სექტორებს თუ შევხედავთ, ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი თანხები ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებით ჩაიდო. TOP-5 სექტორის რეიტინგი კი ჩადებული თურქული ინვესტიციის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  1. ტრანსპორტი და დასაწყობება - $12.8 მლნ;
  2. დამმუშავებელი მრეწველობა - $10.9 მლნ;
  3. ენერგეტიკა - $4.5 მლნ;
  4. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $3.8 მლნ;
  5. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $2.3 მლნ.

გარდა ამ სექტორებისა თურქეთიდან $1 მლნ-ზე მეტი ინვესტიციები მშენებლობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, ასევე ხელოვნებასა და გართობა-დასვენებაში, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში განხორციელდა, ხოლო მცირე - მილიონ დოლარამდე თანხები სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, და ასევე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მიმართულებით ჩაიდო.

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც თურქეთიდან ინვესტიციები განხორციელდა, TOP-5 კომპანიის რეიტინგი ასეთია:

  • შპს ტექნოჰაუს;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • შპს აჭარ ენერჯი -2007;
  • შპს აჭარა ტექსტილე;
  • შპს ქართლი ტექსტილე.

აქედან, ბოლო ორი კომპანია ტექსტილის მწარმოებელი კომპანიების მმართველია, ერთი - აჭარ ენერჯი-2007 ენერგეტიკის მიმართულებით ოპერირებს, ერთიც - ტექნოჰაუსი საბითუმო და საცალო სექტორში, ხოლო „ტავ ურბან საქართველო“ ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველია.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა