უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 დაამარცხა

ნახვები: 553 ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 დაამარცხა

2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანია-შოტლანდიის მატჩით გაიხსნა. მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა მეტოქე 5:1 დაამარცხა.

10′ წუთი. იოზუა კიმიხის გადაცემის შემდეგ ევრო 2024-ის პირველი გოლი „ლევერკუზენის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ფლორიან ვირცმა გაიტანა და გერმანიის ნაკრები დააწინაურა.

19′ წუთი. კაი ჰავერცმა საჯარიმო მოედანში შესული ჯამალ მუსიალა მონახა, რომელმაც მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
44′ წუთი. შოტლანდიის ნაკრებისა და „უოტფორდის“ ცენტრალურმა მცველმა, რაიან პორტეუსმა საკუთარ საჯარიმოში ილქაი გიუნდოგანი წააქცია. ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ შეხვედრის ფრანგმა არბიტრმა, კლემან ტურპენმა შოტლანდიელი მოედნიდან გააძევა.

45+1′ წუთი. გიუნდოგანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა, კაი ჰავერცმა გამოიყენა და გერმანიამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.

 
68′ წუთი. მოედანზე კაი ჰავერცის ნაცვლად შესულმა „დორტმუნდის“ თავდამსხმელმა, ნიკლას ფიულკრუგმა გერმანიის ეროვნული გუნდის უპირატესობა ოთხამდე გაზარდა.
 
87′ წუთი. გერმანიის ნაკრების მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ავტოგოლი ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაშიც გავიდა, მაშინ ბურთი თავის კარში თურქმა ფეხბურთელმა, მერიჰ დემირალმა ჩაჭრა.

90+2′ წუთი. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა დააფიქსირა – 5:1.

პირველი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 3 ქულა აქვს. A ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული გუნდი შვეიცარიას შეხვდება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა