ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი

15.06.2024 ნახვები: 756

საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებში შედის:

  • პრომეთეს მღვიმე;
  • მარტვილის კანიონი;
  • სათაფლია;
  • მტირალას ეროვნულ პარკი;
  • წალკის კანიონი;

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 5 თვეში, ჯამში მათ 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 39% ქართველია, ხოლო 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას, რომლის შედეგად, ვიზიტორებს ხვდებათ უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია ეკოტურისტული სერევისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ: ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიში-მტირალას, ქობულეთის, თბილისის, თუშეთი-ფშავ- ხევსურეთი-ყაზბეგის- ეროვნულ პარკებში. ასევე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა ზედაზენზე თბილისის ეროვნულ პარკში და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება და სხვა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა