გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გიგი წერეთელი - დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება

ნახვები: 793 გიგი წერეთელი - დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებების ქმედებების გამო, მოსმენაზე „საქართველო ერთ-ერთი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხდება ასეთი ავტორიტარული, რუსული ტიპის კანონების მიღება“.

„სწორედ, მსგავს კანონებს შემდგომში წინასაარჩევნო, თუ სხვა პერიოდებში, ოპონენტების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ იყენებენ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი კანონების ადგილი არ არის და როდესაც ეს ხდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა