კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

არჩევნებში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა

ნახვები: 582 არჩევნებში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს ირჩევდნენ, მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენე ალიანსმა მოიპოვა. მეორე ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიაა, ხოლო მესამეზე - მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასვლას სწორად ლე პენის პარტიას უწინასწარმეტყველებდნენ.

საფრანგეთი დარჩება პოლიტიკურ გაურკვევლობაში მას შემდეგ, რაც ვერც ერთი პარტია მიუახლოვდა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში 1981 წლის შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით, ახალმა სახალხო ფრონტმა (NFP) - რამდენიმე პარტიის კლასტერმა, დაწყებული უკიდურესი მემარცხენე პარტიიდან დამთავრებული უფრო ზომიერი სოციალისტებით და ეკოლოგებით - მოიპოვა 182 მანდატი, რაც მას უდიდეს ჯგუფად აქცევს, თუმცა ნაკლებია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 მანდატზე. მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა პარლამენტში 163 ადგილი მოიპოვა, ხოლო მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ (RN) და მისმა მოკავშირეებმა - 143 ადგილი.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თქვა, რომ ორშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადებს, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე სამი წელია დარჩენილი და მას არ შეუძლია ახალი არჩევნების დანიშვნა სულ მცირე კიდევ ერთი წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ივნისის დასაწყისში მიიღო. ამის მიზეზად კი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დასახელდა, რომელშიც მარინ ლე პენის პარტიამ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ კი დაახლოებით 15%-ით მეორე ადგილს დაიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა