თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბიზნესისთვის შემაფერხებელია

19.07.2024 ნახვები: 784

საქართველოში საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მრავალი ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემატური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის.

„კომერციული ბანკებიდან კრედიტი ხელმისაწვდომია როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ადგილობრივი კლიენტებისთვის, თუმცა საპროცენტო განაკვეთები მაღალია, რაც შემაფერხებელი ფაქტორია მრავალი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“,- აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება საბანკო სისტემას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, ანგარიშის თანახმად, ის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მოგებიანია.

„ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდურ ბუფერებს პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. უმოქმედო სესხების წილი მცირდება. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად პროგრესირდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახდეპის ანგარიშში მოხვდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში გასულ წელს, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, შესული სადავო ცვლილებებიც. ასევე აღნიშნულია, რომ საკითხზე კრიტიკული შეფასება ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელმაც შეაჩერა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement).

ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება და ამ მიმართულებით სებ-მა ახალი განყოფილებაც შექმნა.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მაღალი რანგის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გამოწვევები არსებობს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა