Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

„საქსტატი“ - 2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა

03.09.2024 ნახვები: 314

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც - 2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5 პროცენტით მეტია.

“2024 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.0 პროცენტი, საშუალოზე - 24.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.7 პროცენტი.

2024 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.3 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.0 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2024 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.4 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 657.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი). 2024 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.

2024 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 34.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.4 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

2024 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3 პროცენტი) და ვაჭრობა (19.0 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (18.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2024 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.4, 11.8 და 9.6 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც. დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.7 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი; იმერეთი – 6.7 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი; კახეთი - 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი - 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი - 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი - 1.4 პროცენტი; გურია - 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა