უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მამუკა ხაზარაძე - ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული

ნახვები: 554 მამუკა ხაზარაძე - ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული

ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა სანდო გამოკითხვა ადასტურებს, რომ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და აღნიშნული ფაქტი მმართველი პარტიისთვისაც ცნობილია.

„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც“ ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

გზავნილი გვსურს ყველა პოლიტიკურ პარტიას გავუგზავნოთ. 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში საქართველო იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვმართებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი კოალიცია ამ არჩევნებში ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზას მიუყვება ურყევი რწმენით, რომ ძნელბედობის ჟამს ქართველები ერთად უნდა დავდგეთ.

ამიტომ, დღეს ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, - თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. მე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყველა ლიდერის სახელით, მოვუწოდებ ჩვენი კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ, პირველ რიგში, თავად ვაჩვენოთ ღირსეული ქცევის მაგალითი. ჩვენ, ასევე, ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ხმებით მანიპულირებას, ამომრჩევლის ფიზიკური დაშინების უფლებას არ მოგცემთ და ყველა ასეთ მცდელობაზე მკაცრად გაგებინებთ პასუხს. ასევე ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება.

და, ბოლოს - ჩვენ გვაქვს მარტივი გზავნილი ამომრჩევლებისათვის: გთხოვთ, ნუ დარჩებით სახლში! წადით არჩევნებზე! ამ არჩევნებში თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თქვენი ხმა გადამწყვეტია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში.“- განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა