4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მოვუწოდებდით ოპოზიციას, ცესკო-ში სიები არ ჩაეხსნათ-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 495 მოვუწოდებდით ოპოზიციას, ცესკო-ში სიები არ ჩაეხსნათ-გურამ მაჭარაშვილი

შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ბადრი ჯაფარიძემ ვითარება იქამდე მიიყვანეს, რომ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავის დაუძალებია, სამართალდარღვევები ჩაედინათ, ნათელაშვილი და ხოშტარია კი, არ დადიოდნენ სხდომებზე.

„შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრები არიან, რომლებმაც თავიანთი ქმედებებით ვითარება იქამდე მიიყვანეს, რომ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არავის დაუძალებია, სამართალდარღვევები ჩაედინათ, ნათელაშვილი და ხოშტარია არ დადიოდნენ სხდომებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ცივილიზებული სამყარო მოვუწოდებდით, ევლოთ პარლამენტში. დღეს ასე უტიფრად, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აცხადებს, თითქოს ჩვენ ვუწყვეტთ უფლებამოსილებას. აქ არანაირი სუბიექტური მიდგომა არ არის.

რაც შეეხება სიებს, ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ სიები ცესკო-ში არ ჩაეხსნათ, რადგან ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ახლა რატომღაც უნდათ, ეს სიები ჩვენკენ შემოატრიალონ, მაგრამ ამას არავინ დაუჯერებს. ეს მათი შეცდომა იყო და მათ შორის პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც შეცდომას უშვებს. იმ ლაბირინთში, სადაც თვითონ შევიდნენ, თავი თვითონ დააღწიონ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა