ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს - ბაჩიაშვილი

25.10.2024 ნახვები: 485


ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ერთი ოპერაციით სახელმწიფოს მილიარდი ლარი მოპარა - ამის შესახებ  გიორგი ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული კანონის შესახებაც საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნების“ ლიდერმა ამ წლის გაზაფხულზე მიღებული „ოფშორების კანონით“ სახელმწიფოს, სულ მცირე, 400 მილიონი დოლარი მოჰპარა.

ბაჩიაშვილის თანახმად, ივანიშვილს ამ კანონის მიღება სურდა, რადგან მილიარდიანი ხელოვნების ნიმუშების კოლექციის საქართველოში შემოტანისთვის არანაირი გადასახადი არ გადაეხადა: 

მარტივ რამეს გეტყვით - ბიძინა ივანიშვილმა "ოფშორების კანონი" ისეთ დროს შემოიტანა, როდესაც „რუსული კანონის“ გარშემო აურზაური იყო ანუ ის "გააძვრინა". რეალურად ეს რისთვის იყო გაკეთებული, რომ ივანიშვილმა 2022 წელს (თვითონ თქვა ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენო), გამოატანეს ნახატების კოლექცია და მან შემოიტანა საქართველოში, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ის, არც ქონების და არც მოგების გადასახადის გადახდა ამ ნივთებზე, შესაბამისად, ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს:

პირველი: აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, ანუ მომავალში რომ ამ აქტივებს მოგებით გაყიდის, ამაზე გადასახადი არ ექნება გადასახდელი. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 5-10 წელიწადში, რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, უბრალოდ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. ასევე, ის განბაჟების და დღგ-ს საფასური - მილიარდ დოლარზე, დაახლოებით, 180 მილიონი დოლარი უწევს, მან ასევე ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო.

მეორე:  ქონების გადასახადი, წლიური 1% რომელსაც ყველა იხდის თავის ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე, მან წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოიღო. ანუ 1 ოპერაციაში, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს.

მესამე: ამავე დროს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერს ყიდულობს რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე, რომ ისინი კარგად განაწყოს მის მიმართ. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს პარავს თავის ქვეყანას - ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მან.

  • 2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის პარალელურად, პრეზიდენტის ვეტო ე.წ. "ოფშორების კანონზეც" დაძლია, რაც "ოფშორულ კომპანიებს" საქართველოში ფიზიკური აქტივების (ხელოვნების ნიმუშები, ძვირფასი ქვები და სხვა) იმპორტისას დღგ-ის გადახდა არ მოუწევთ. პირობითად თუკი კონკრეტული ხელოვნების ნიმუშის ღირებულება 100 მილიონი ევროა, მისი ღირებულების 18% ანუ 18 მილიონი ევრო, ანუ 54 მილიონი ლარი ამ ნახატის მფლობელმა საქართველოში იმპორტისას უნდა გადაიხადოს, თუმცა ამ შეღავათის გათვალისწინებით ნახატის მფლობელს 0 ლარის გადახდა მოუწევს. 
  • გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას.  ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა