გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

მამუკა ხაზარაძე - საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა

ნახვები: 806 მამუკა ხაზარაძე - საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა

გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! - ხალხის ნება გამოხატულია, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.

მისივე თქმით, დამკვირვებლებმა ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმები უბნებზე უნდა დაიცვან.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს.

რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა. ყველას გილოცავთ!“, - განაცხად ხაზარაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა