ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

ნახვები: 813 გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს.

ამასთან გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში მოწოდებაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებაა. ასევე, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა