უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ყოველ ჯერზე სახეში აფურთხებს მსოფლიოში მათ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა

ნახვები: 553 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ყოველ ჯერზე სახეში აფურთხებს მსოფლიოში მათ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა

პუტინმა აღიარა, რომ ესკალაციისკენ, ომის გაფართოებისაკენ წელს უკვე მეორე ნაბიჯი გადადგა- გამოყენებული იქნა ახალი ბალისტიკური რაკეტა, პუტინმა დაარტყა ჩვენს ქალაქ დნიპროს - უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს არის ამ ომის მასშტაბებისა და სისასტიკის აშკარა და სერიოზული ზრდა, რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების ცინიკური დარღვევა. ხაზს ვუსვამ: ეს არის რუსეთის მეორე ნაბიჯი ესკალაციისკენ ერთი წლის განმავლობაში. პირველი ასეთი ნაბიჯი იყო ჩრდილოეთ კორეის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში – სულ მცირე 11 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ორივე ნაბიჯის გადადგმისას უგულებელყო მსოფლიოში ყველა, ვინც მას მოუწოდებს, ომი არ გააფართოვოს.

„ის არაფრად აგდებს იმას, თუ რას ითხოვენ ჩინეთი, ბრაზილია, ევროპის ქვეყნები, ამერიკა, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა. პუტინი ერთადერთია, ვინც დაიწყო ეს ომი - სრულიად არაპროვოცირებული ომი და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი გაგრძელდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტის გამოყენება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად არ სურს მშვიდობა.

„პუტინი ცრუობს, როცა ამბობს, რომ უკრაინის მიერ გრძელ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენება ჩვენი ახალი ნაბიჯი იყო. ჩვენ მას პირველად არ ვიყენებთ, ჩვენ გვაქვს ამის სრული უფლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჩვენი თავდაცვის უფლება იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა ერის და როდესაც რუსული რაკეტები ჩვენს ქალაქებს ურტყამს, როცა ირანელი „შაჰიდები“ უკრაინას ყოველ ღამით ესხმის თავს, როცა ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტი განლაგებულია ჩვენს საზღვარზე, პუტინი არამარტო ახანგრძლივებს ომს, არამედ უბრალოდ ყოველ ჯერზე ის სახეში აფურთხებს მათ მსოფლიოში, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობის აღდგენა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიომ პუტინის ქმედებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

„საჭიროა რეაგირება. უნდა ვაიძულოთ რუსეთს რეალური მშვიდობა, რაც მხოლოდ ძალის წყალობითაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება გაუთავებელი დარტყმები, მუქარა და დესტაბილიზაცია რუსეთის მხრიდან და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. ამასთან, პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლეთის მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა