ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

სამინისტრო ამტკიცებს, რომ ერთ დღეში პრობლემები აღმოფხვრა - ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია -

21.12.2024 ნახვები: 526

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო. უწყების განცხადებით, ხარვეზი აღმოფხვრილია და ცენტრი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წელს რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს. ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ვიცით, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. 

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს EQAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტებს არ შეესაბამება სიმართლეს და არანაირად არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR- ის რეგისტრაციის შეჩერებას.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ EQAR-ის წევრობის შეჩერება არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარებას.

ცენტრი ინარჩუნებს, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ასევე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობას.

ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა 2019 წელს. შესაბამისად, როგორც 2019 წლამდე, ასევე მის შემდგომაც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა და ხდება, როგორც ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია შეუჩერდა. რადგან ცენტრი დამოუკიდებლობის სტანდარტში შეუსაბამოდ შეფასდა. 

ცნობისთვის,

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეუჩერდა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ EQAR ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის შეჩერებას აპირებდა, თავდაპირველად 6 დეკემბერს გავრცელდა. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა