Russia loses 770 soldiers in war against Ukraine over past day
Russian nighttime drone attack on Kyiv leaves two injured
Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year
Border guards destroy two Russian robotic systems with drones in Southern sector
Zelensky names Ukraine's official losses in war
Stubb says US' ideology contradicts European values

თენგიზ ფხალაძე - თურმე გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა და ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, ოკუპანტის გარდა!

08.01.2025 ნახვები: 683

„ოცნების“ განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, „ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! - ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას.

მმართველი პარტიის განცხადებაზე ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ოცნების“ განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, „ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! 2. „დიფ სთეითს“ და გლობალურ ომის პარტიას დაუმორჩილებიათ ამერიკაც და ევროკავშირიც. თურმე მთელი მსოფლიო მათ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ აი, „ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ! 9,5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით და 25 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ამ „დიფ სთეით“, გლობალური ომის პარტიით მართული ქვეყნებისა გვმართებს) სულ კუდით ქვა ასროლინეს თურმე მსოფლიოს ამრევებს! 3. როგორც ჩანს, მასონები საბოლოოდ დავამარცხეთ. მათზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი“, - წერს თენგიზ ფხალაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“.

ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, „ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს“.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიჩნევს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, „რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა