გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ჯო უილსონი - როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები

ნახვები: 782 ჯო უილსონი - როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები

მადურო აქებს ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა, ორივე რეჟიმი კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მადურო აქებს ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები,” - წერს უილსონი.

უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა