გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

თინა ბოკუჩავა - ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება - ამ რეჟიმს აღიარება არ ექნება

ნახვები: 779 თინა ბოკუჩავა - ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება - ამ რეჟიმს აღიარება არ ექნება

ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადასცა - ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს აღიარება არ ექნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს, უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით დღეს ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი ამოქმედდა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს.

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა უპრეცედენტო რამ, რომ პირველად ისტორიაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, არ ცნო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და გადასცა აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს. ასეთი არასდროს მომხდარა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებით და ასეთი პრეცედენტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს ევროპული აღიარება არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს, დღეს ამოქმედდა ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი, რაც კი გააჩნია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეს არის უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა