უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

„სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გიორგი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს

ნახვები: 553 „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გიორგი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს წარუდგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გიორგი გიგინეიშვილს ენერგოგენერაციის ობიექტების ოპერირებისა და გადამცემი ქსელის მშენებლობლობის დიდი გამოცდილება აქვს. მას სხვადასხვა დროს ეკავა წამყვანი თანამდებობები მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებში.

რომეო მიქაუტაძემ ასევე კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, უჩა უჩანეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია საქართველოში. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს, ხოლო გადამცემ ქსელს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მართავს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" პირველი სახელმწიფო საწარმოა, სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო. რეფორმის მთავარი ამოცანაა ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა, რათა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა