Russian army loses another 1,180 troops in Ukraine in the past day
One enemy Kalibr carrier on combat duty in Black Sea
Border guards destroy three Russian positions in Kharkiv region
Fire breaks out in Zaporizhzhia following drone attack
Government appoints new head of State Agency for Tourism Development
Defense Ministry reveals timeline for withdrawal of troops fighting since 2022 from front
Ukrainian forces destroy Russian Nona self-propelled mortar in Kharkiv region
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად შეწყვეტს „სამშვიდობო ძალისხმევას“ თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“

ოთარ დანელია: ყველა პრობლემას, რომელიც ბიზნესთან იქნება დაკავშირებული მოვახსენებ მთავრობის ხელმძღვანელს

23.02.2022 ნახვები: 692

„მაქვს პატივი მქონდეს დელეგირების მაღალი დონე, ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრთან და ყველა პრობლემას, რომელიც ბიზნესთან იქნება დაკავშირებული მოვახსენებ მთავრობის ხელმძღვანელს, რაც მნიშვნელოვნად აისახება უკვე უშუალოდ პროცესზე და კიდევ უფრო გააღრმვებს ამ ურთიერთნდობას", - ამის შესახებ ბიზნესობუდსმენმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
დანელია აცხადებს, რომ მას აქვს როგორც საჯარო სექტორში ასევე ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება და ბიზნესომბუდსმენად საქმიანობაში ეს ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
„ბიზნესომბუდსმენისთვის თავისთავად ცხადია ყველა პრობლემა რაც ბიზნესსექტორშია. თუმცა ჩვენ ამაში უნდა დავწრმუნეთ თუ რამდენათ კარგად და სრულად ვიცით ყოველივე და მეორე და მნიშვნელოვანი არის კომუნიკაცია, რომელიც არის ყოვლთვის სწორი და საჭირო. აუცილებელია ინტერაქტიული კომუნიკაცია, რათა ყველა ბარიერი მოიხსნას ამ საკითში და ხშირ შემთვევაში, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ასოციაციების წარმოადგენდნენ ბევრ მიმართლებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ გარეშე არ გვექნება კომუნიკაცია - პირიქით უფრო ტრასფარანტული კოორდინაცია გვექნება", - აცხადებს დანელია.
მისივე თქმით, სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებთან უკვე დაიწყო შეხვედრები.
„გარკვეული კომუნიკაცია დავიწყეთ 1-ლი მარტის რეგულაციებთან დაკავშირებით. გარკვეული სექტორული შეხვედრებიც დავიწყეთ უკვე. შევხვდებით ბიზნესსექტორის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ყველა ძალიან პრიორიტეტულია, მიუხედავად მათი მონაწილეობისა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში, რადგან პრობლემები აისახა ყველაზე", - აცხადებს დანელია და დასძენს, "საქართველო ერთ-ერთ ლიდერი იყო რეგიონში ტურიზმის თვალსაზრისით. სერვისებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვანია და სტუმარ-მასპინძლობას სჭირდება ხელშეწყობა. დეველოპერებს აქვთ დიდი გამოწვევა და სჭირდებათ მნიშვნელოვანი ხელშეწყობა. ენერგომომსახურება და ენერგოპროდუქტები მოგეხსენებათ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მით უმეტეს, თუ გადავხედავთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, გვმართებს მაქსიმალური მობილიზება, რომ ეს საკითები იყოს უმაღლესი პრიორიტეტის დღის წესრიგში და ნებისმიერი სხვა სექტორი - ჯანდაცვა იქნება ეს, სოფლის მეურნეობა თუ ა.შ."
შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის აგრალური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ბოლო პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ბიზნესობუდსმენად დაინიშნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა