გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გიორგი გახარია: „მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური“

ნახვები: 801 გიორგი გახარია: „მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური“

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, გაურკვეველია რა უნდა ყოფილიყო ერთი არგუენტიც კი იმის სასარგებლოდ, რომ მინისტრტა კაბინეტში ცვლილებები განეხორციელებინა. მისი თქმით, მთავრობის იგივე შემაგდენლობა სრულიად ლოგიკურია.

"რა თქმა უნდა, მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, პირველ რიგში იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს, ეს ერთი. მეორე, ბევრი მიმართულებით მთავრობაში დაწყებულია სისტემური რეფორმები, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია სერიოზული პროექტები და ეს ტემპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, კრიზისის პერიოდში, არის ბოლომდე მისაყვანი - ლოგიკურ დასასრულამდე, ამიტომ გაურკვეველია, ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ", - თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გახარიას მინისტრობის კანდიდატებთან ერთად დღეს, 23 დეკემბერს ერთპარტიულ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება" უსმენს. მან სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარადგინა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა