თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

I კვარტალში ქართულმა ბანკებმა ₾748 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს - 19 ბანკიდან 13 მოგებაზეა

ნახვები: 880 I კვარტალში ქართულმა ბანკებმა ₾748 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს - 19 ბანკიდან 13 მოგებაზეა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი სამი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 748 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 5.2%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-მარტში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.

სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ "საქართველოს ბანკი" იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-მარტში 388 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.7 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 294 მილიონი ლარით, რაც წლიურად 28.3 მილიონით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 30 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი "ვითიბი ბანკს" აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-მარტში 33.5 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან "სილქ" ბანკი", "პეივ ბანკი", "ჰეშ ბანკი" და "პეისერა" ბანკი.

# ბანკი მოგება 2025 წლის პირველ 3 თვეში ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 საქართველოს ბანკი 388 მილიონი ლარი; 9%
2 თი–ბი–სი ბანკი 294 მილიონი ლარი; 11%
3 ლიბერთი ბანკი 30 მილიონი ლარი; 20%
4 ბაზის ბანკი 23 მილიონი ლარი; 36%
5 კრედო ბანკი 22 მილიონი ლარი; 100%
6 ქართუ ბანკი 7.5 მილიონი ლარი; -7%
7 ტერა ბანკი 6.4 მილიონი ლარი; -16%
8 პროკრედიტ ბანკი 5.5 მილიონი ლარი; -50%
9 ხალიკ ბანკი 3.9 მილიონი ლარი; -24%
10 იშ ბანკ 3.8 მილიონი ლარი; -12%
11 მიკრობანკი კრისტალი 3.6 მილიონი ლარი; კრისტალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიკრობანკის სტატუსით არ ოპერირებდა
12 ზირაათ ბანკი 1.8 მილიონი ლარი; 21%
13 მიკრობანკი ემბისი 0.7 მილიონი ლარი; ემბისი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიკრობანკის სტატუსით არ ოპერირებდა
14 პეისერა -0.04 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0.3 მლნ-ის ზარალზე იყო
15 პეივბანკი -0.17 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0.05 მლნ-ის ზარალზე იყო
16 პაშაბანკი -0.92 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.37 მლნ-ის მოგებაზე იყო
17 ჰეშბანკი -2.09 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0.7 მლნ-ის ზარალზე იყო
18 სილქ ბანკი -5.27 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.3 მლნ-ის ზარალზე იყო
19 ვი–თი–ბი ბანკი -33.55 მილიონი ლარი; ბანკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 0.46 მლნ-ის მოგებაზე იყო
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა