საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს
Russian army lost 1,180 troops and two air defense systems in day of war against Ukraine
In Kharkiv region, border guards destroyed bridge and Russian equipment using drones
Defense forces eliminated Russian sabotage and reconnaissance group in Vovchansk direction
FM Sybiha met with president of World Congress of Ukrainians in Canada
Ukraine in OSCE: Russia waging war of terror and nuclear blackmail
Unknown drone monitors Leclerc tank convoy in France
SBU uncovers Russian intelligence operative planning series of terrorist attacks in Kyiv's metro, shopping centers

„ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

09.05.2025 ნახვები: 415

„რესპუბლიკის მოედნიდან“ „ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს.

„ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, - აცხადებენ აქ შეკრებილები.

აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ: „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია!”. ასევე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მათი განცხადებით, საქართველოს განვითარების პერსპექტივა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და დასავლური ინტეგრაციის პირობებში.

„რესპუბლიკის მოედნიდან“ წამოსულ მარშს მარჯვენა სანაპიროსთან შეუერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში.

ასევე - 

მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და ა.შ.

ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.

როგორც კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა და ევროპის მოედანზე გამართული აქცია, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

„დღეს, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისთვის. მარტივი მოცემულობა გაახმოვანა ევროკავშირის ელჩმა, თქვა, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილებების გამო შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი კი არ განახლდება, ვიდრე ხელისუფლება ევროპულად არ მოიქცევა. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროევროპული ხელისუფლებით, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ეს შანსი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობს, საქართველომ ხელიდან გაუშვა, ნიშნავს ათწლეულობით გადავადებულ ევროინტეგრაციას",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა