უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თინა ბოკუჩავა - იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ სხვები ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა

ნახვები: 554 თინა ბოკუჩავა - იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ სხვები ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა

ზუსტად ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც ერთადერთს იტყვის - რასაც გარეთ ამბობს, გაერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასამართლო სხდომათა დარბაზში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა მაინც უნდა დაფიქრდნენ ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა.

„ჯაფარა 2012 წელს გავიცანი. მაშინ ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პარლამენტის წევრები გავხდით.

ალბათ, ორივეს გვჯეროდა რუსი ივანიშვილი ვერ მოიგებდა არჩევნებს და მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაპირებდი საქმიანობის გაგრძელებას, ზურა კი ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე იზრუნებდა.

ჰოდა აღმოვჩნდით ოპოზიციაში და დღემდე აქ ვართ. ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, თავმდაბლობით, გულწრფელობით და კომპეტენციით.

არა და სამივე როგორ აკლია ქართულ პოლიტიკას.

ზუსტად ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც ერთადერთს იტყვის - რასაც გარეთ ამბობს, გაერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად.

და იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ სხვები ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა. თავისუფლება ზურას! თავისუფლება მიშას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“, - წერს თინა ბოკუჩავა.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა