მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ქართული სირცხვილი “უკრაინულ ომში” - გულგრილობა

01.03.2022 ნახვები: 749

ქოცების ქუჩაზე დიდი ზეიმია - როგორც იქნა ისინი შეამჩნიეს და დააფასეს. მათ მრავალწლიანი უპრინციპობა, გამყიდველობა და ლაჩრობა ბოლოს და ბოლოს მოიწონეს და შეაქეს. რუსულ მას-მედია, პროპაგანდისტული ტელეარხები, პოლიტიკოსები, და დეპუტატები აღნიშნავენ საქართველოსგამოჯანმრთელებას“ - ერი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი გახდა, დღეს ბუჩქებში იმალება და ხმის ამოღებას ვერ ბედავს.

ეტყობა ძალიან გაუჭირდათ რუსებს საერთაშორისო არენაზე და იმდენად შემოაკლდათ მოკავშირეები, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტობრივად მხარდამჭერი გამოსვლა, მოსკოვში, საჯარო სივრცეში ერთ-ერთი ცენტრალური თემა გახდა.

თავიდან ალბათ ყველას გვეგონა, რომ მისი პირველი განცხადება იყო დაუფიქრებელი და ნაჩქარევი. რომ ერთხელ თქვა, და მეორედ არ გაიმეორებს. თუმცა, ეს მოსაზრება ,მცდარი აღმოჩნდა - ორშაბათს ის კვლავ დაუბრუნდა ამ თემას და პირი დააღო... აღმოჩნდა, რომ საქმე ბევრად უარესადაა, ვიდრე თავიდან გვეგონა, რაც მაინც და მაინც გასაკვირი არ უნდა იყოს - ქოცისგან წიხლი ვის უკვირს?

თუმცა, კონკრეტულად ხელისუფლების გამყიდველობა და უპრინციპობა არ იქნებოდა პრობლემა - პრინციპულობა და იდეურობა მმართველი ჯოგის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და მათგან ამას არავინ ელის. ქოცური იდეოლოგიით, საქართველო არის პატარა, სოფლური, ჩამორჩენილი ქვეყანა, რომლის ერთად-ერთი მიზანია - იყოს მაქსიმალურად შეუმჩნეველი. როგორც იტყვიან, „ჯონჯოლივით კაცი“, თან არის და თან არ არის.

ეს მიდგომა უკვე მუშაობს რეალურ ცხოვრებაში - საქართველო უკვე თითქმის გადაიქცა პატარა, სოფლურ, ჩამორჩენილ ქვეყნად, რომელსაც არავინ ახსენებს, იმიტომ რომ არავის სჭირდება. ერთი დიდი ჭორვილა.

პრობლემა კი ისაა, რომ ისინი მარტო არ არიან, და მათ მხარს უჭერს საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო, როგორც ყველაფერში, აქაც ღრმად გამოყოფილია.

 ქოცობა ლოზუნგის -არ გააბრაზოთ პუტინი!- ცოცხალი განსახიერებაა. ქვეყანა დაიპყრეს პრორუსულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ეკლესიის მხარდაჭერით, საკუთარ თავს მარგინალებად სულაც არ მიიჩნევენ - იმუქრებიან, დარბევებს აანონსებენ, დამრბევთა დაჯგუფებებს ქმნიან, რომლებსაც მომავალში სადამსჯელო რაზმების როლი უნდა დაეკისროს.

წესით, ნორმალურ ქვეყანაში, სახელმწიფომ ეს უნდა აღკვეთოს. მაგრამ ქოცს ამ დროს კრუნჩხვები ეწყება - „რას ამბობთ! გინდათ პუტინი გააბრაზოთ?“..

ქართული ტელეეთერიდან რუსული პროპაგანდისტული არხები შხამს აფრქვევენ და დღეს უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში მათი მაუწყებლობა შეჩერებულია, მაგრამ - არა საქოცეთში - „რას ამბობთ, გინდათ პუტინო გააბრაზოთ?“...

არც ისაა, გამორიცხული, რომ ქოც-მთავრობა რუსეთის დღევანდელი იზოლირების სათავისოდ გამოყენებას ეცდება - დაუთმობს რუსებს საჰაერო სივრცეს, მისცემ მათ ფინანსური საქმიანობისთვის საშუალებას, გაუხსნის საზღვრებს, მოკლედ, მათ ბლოკადის გარღვევაში დაეხმარება.. ფულადი მოგების სანაცვლოდ, რასაკვირველია.

ქოცი ამ საძაგლობასაც გააპრავებს - „აბა ჩვენ რა ვქნათ., ჩვენ ხომ პატარა, უტვინო სოფელი ვართ“.... ქოცების საყვარელი სიტყვა - „პრაგმატიზმი“. მათი ინტერპრეტაციით ეს ნიშნავს ლაჩრობას, ღალატს, უპრინციპობას. მაგალითად, „პრაგმატიზმიქოცურად ნიშნავს ქვეყნის ხელახალ მიბმას რუსულ საექსპორტო ბაზარზე, იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე ისტორია თუ რამე გვასწავლის - პირველი რიგში იმას, რომ დღევანდელი მოგება რუსულ ბაზარზე აუცილებლად დასრულდება ხვალინდელი ზარალით და ვარდნით.

ლარი რომ საიქიოსკენ წავიდა ხომ ხედავთ? სწორედ ესაა - ქოცური პრაგმატიზმისფასი. საერთოდაც, პრაგმატიზმი, ოღონდ ნამდვილი, ბრჭყალების გარეშე, ნიშნავს არადღეს და აქ“, არამედდღეს, ხვალ, და ზეგ“. მაგრამ ეს - ნორმალური ადამიანისთვის - ქოცისთვის კი მთავარია - დღეს. ხვალ კი - აი, ჯერ მოვიდეს ესხვალ“ - და მერე ვისაუბროთ

ოცნების“ 9 -წლიანი უღიმღამო, სამარცხვინო მმართველობის მთავარი ნიშანია - საყოველთაო, გაუგონარი, წარმოუდგენელი გულგრილობა და აპათია. ქართველმა ერმა ერთ-ერთი მთავარი ადამიანური თვისება - აღშფოთების უნარი - დაკარგა. არავის არაფერი ადარდებს, ყველას ყველაფერო ცალ ფეხზე ჰკიდია. ერი, რომელიც ერთ დროს ყველაფერს აპროტესტებდა და ქუჩაში გამოსასვლელად ყოველთვის მზად იყო, დღეს არაფერზე არ რეაგირებს - ზოგჯერ, როდესაც ვხედავ ამ წარმოუდგენელ გულგრილობაs, მიჩნდება კითხვა - რა მოგივიდათ, რა გეტაკათ, საიდან მოსკდით ასეთი სქელტყავიანები, არაფერი რომ არ გადარდებთ ამ დედამიწაზე საკუთარი მათხოვრული ხელფასების გარდა? რომელმა დედებმა გშობეს ასეთები?

ქართველმა ხალხმა წინააღმდეგობის უნარი და თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგა - არა ის, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ბუჩქებში ჩახტომას უბიძგებს, არამედ ის, რომელიც ერს ნორმალური, პასუხისმგებლიანი, და ინსტიტუტებზე დამყარებული სახელმწიფოს აშენების შანსს აძლევს. „ქართული ოცნებისუკიდურესად სამარცხვინო საქციელი უკრაინის საკითხში ამ უფრო ფართო პრობლემის ერთ-ერთი გამოხატულებაა - ერი, რომელიც მაჩანჩალობას და ჩამორჩენას მიღებულ ნორმად მიიჩნევს - წინ ვერასდროს წავა.

ის, ვისაც მაჩანჩალობა მოსწონს, ის ასეთად დარჩება და ბოლო გაქრება გუშინდელი თოვლივით. გულგრილი, დაქსაქული, გაველურებული, პრიმიტიული ერის ბოლო - ისტორიის სანაგვეზეა.

თუ გადაგვარება და გაველურება დღევანდელი ტემპებით გაგრძელდება, ეს საქართველოს ისტორიის დასასრული იქნება - 100 წელიწადში ამ ტერიტორიას ისევსაქართველოერქმევა, მაგრამ დღევანდელ საქართველოსთან მას იმდენივე საერთო ექნება, რამდენიც დღევანდელ ეგვიპტეს - პირამიდების მშენებელ ერთან.

ისტორია ლაჩრობას, სისუსტეს, გულგრილობას, და არაორგანიზებულობას არ პატიობს - და ქართული სირცხვილი უკრაინულ ომში - ამ პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა