უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ზვიად რატიანის ადვოკატი - პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა

ნახვები: 552 ზვიად რატიანის ადვოკატი - პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა

ოლიციელი (თემურ მიშელაშვილი) ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული პოეტის, ზვიად რატიანის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განაცხადა.

„პროკურატურის შეფასებით, ეს არის ის საფუძველი, რაც იძლევა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას“, - აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, პატარიძე აცხადებს, რომ პროკურატურა რამდენიმე საფუძველზე ითხოვს პატიმრობის შეფარდებას.

„დღეს პროკურორმა პატიმრობის დასაბუთებულად წარმოგვიდგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზვიად რატიანს 19-ჯერ გადაუკეტავს გზა რუსთავზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც ითხოვდა პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე უთითებდა, რომ რატიანი მოწმეებზე მოახდენდა გავლენას. ეს მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა.

მეორე საფრთხე, რომელსაც პროკურორი პატიმრობის დასაბუთებულად უთითებდა, არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ.

ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა