ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

გავაკეთებთ ყველაფერს პროცედურულად და სამართლებრივად, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი-დეკანოიძე

ნახვები: 508 გავაკეთებთ ყველაფერს პროცედურულად და სამართლებრივად, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი-დეკანოიძე

"ჩვენ, ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს პროცედურულად და სამართლებრივად, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.


„ბოლო დროს ვნახეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც უნდა ჰქონდეს მოსახლეობას, ქვეყანას სტრატეგიული სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში ახმოვანებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. სამწუხაროდ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არის არაადეკვატური და ძალიან სამარცხვინო. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვაინტერესებს მისი ხედვა, დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე რეფორმები, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მიშელის დოკუმენტის შეთანხმება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ, ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს პროცედურულად და სამართლებრივად, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი," - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა