Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists
Some issues still need to be worked through - Zelensky on peace settlement
US Senate condemns Russia's killing of Ukrainian civilians on Christmas
Palisa briefs Zelensky on ways to strengthen army, frontline positions
პრემიერი - გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეიძლება, ბევრი რამ ახალ წლამდე გადაწყდეს

დონალდ ტრამპი - ბნელი მომენტი ამერიკისთვის, ვიპოვით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში

11.09.2025 ნახვები: 350

ბნელო მომენტი ამერიკისთვის, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას.
 
მისი თქმით, ჩარლი კირკმა მილიონობით ადამიანი შთააგონა.
 
„ჩარლიმ მილიონობით ადამიანი შთააგონა და, დღეს ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა, შოკი და საშინელება აერთიანებს. ჩარლი იყო პატრიოტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ღია დებატებს და იმ ქვეყანას, რომელიც ძალიან უყვარდა – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის იბრძოდა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის და ამერიკელი ხალხისთვის. ის სიმართლისა და თავისუფლებისთვის მოწამედ იქცა. და არ ყოფილა ვინმე ისეთი, რომელსაც ამხელა პატივს სცემდა ახალგაზრდობა. ჩარლი, ასევე, ღრმა რწმენის კაცი იყო. და ჩვენ ნუგეშს ვპოულობთ იმის ცოდნით, რომ ის ახლა მშვიდად, ღმერთთანაა ზეცაში. ჩვენი ლოცვები მის მეუღლესთან, ერიკასთან, მათ ორ პატარა საყვარელ შვილთან და მთელ მის ოჯახთანაა, რომლებიც მას მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარდა. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, დაიცვას ისინი გულისტკივილისა და ტკივილისგან ამ საშინელ საათებში. ეს ბნელი მომენტია ამერიკისთვის. ჩარლი კირკი სიხარულით მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ესაუბრებოდა ყველას, ვინც დაინტერესებული იყო კეთილსინდისიერი დებატებით. მისი მისია იყო ახალგაზრ დების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, რასაც ყველაზე კარგად აკეთებდა, რათა გაეზიარებინა თავისი სიყვარული ქვეყნის მიმართ და გაევრცელებინა საღი აზრი მარტივი სიტყვებით”, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
 
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკელებმა და მედიამ უნდა „შეხედონ იმ ფაქტს, რომ ძალადობა და მკვლელობა იმ ადამიანების დემონიზაციის ტრაგიკული შედეგია, ვისაც არ ეთანხმები.
 
“წლების განმავლობაში რადიკალური მემარცხენეები ისეთ შესანიშნავ ამერიკელებს, როგორიცაა ჩარლი, ადარებდნენ ნაცისტებს და მსოფლიოში ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და დამნაშავეებს. ამ ტიპის რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას, ასევე მათ, ვინც დევნის ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ყველას, ვინც წესრიგს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა