უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის ბრალზე - ეს არის აბსურდული, ეს ქრთამი არ არის, ლეგალური მექანიზმია, რომ ჯილდო გამოეწეროს სახელმწიფო მოხელეს

ნახვები: 472 პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის ბრალზე - ეს არის აბსურდული, ეს ქრთამი არ არის, ლეგალური მექანიზმია, რომ ჯილდო გამოეწეროს სახელმწიფო მოხელეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საჯაროდ ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებას, აბსურდულად აფასებს.

მისი თქმით, უწყებამ სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრა და ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ქრთამის შეთავაზების მუხლით დააკავა, რაზეც ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალი „შეთითხნილია”, რადგან „ხაბეიშვილმა დაკავების საბაბი არ მისცა“.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდულია ბრალია, რომელიც შეთითხნა რეჟიმმა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სხვა საბაბი ლევანმა მათ არ მისცა, რომ ბრალი წარედგინათ და დაეკავებინათ. ამიტომ გამოიგონეს ეს. აბსოლუტურად კანონიერი შეთავაზება, რომელიც ყველა დროში, ყველა ქვეყანა აკეთებს ჯილდოს სახით, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოექცევიან ისტორიის სწორ მხარეს და არ დაარბევენ და არ დაასისხლიანებენ საკუთარ მოქალაქეებს",- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილი, ხაბეიშვილის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ფაქტად აფასებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით ძალაუფლების შენარჩუნებას.

„სინამდვილეში მათ აქვთ ბოლო ჟამი. ეს არის მხდალი რეჟიმი, რომელიც ცდილობს ციხეებში გამოკეტვით, ველიდან ჩამოშორებით და ველის მოსუფთავებით ძალაუფლება გაინაღდოს და დარჩეს ხელისუფლებაში მუდმივად. სინამდვილეში მათ არ უნდათ დემოკრატია, არც არჩევნები. ეს არის აბსურდული. არაფერი ქრთამი ეს არ არის, ეს არის ლეგალური მექანიზმი იმისათვის, რომ პრემია-ჯილდო გამოეწეროს სახელმწიფო მოხელეს. ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ ეს მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება კანონიერი საბიუჯეტო გაწერის გზით, რაც ყველგან მომხდარა. სხვა ვერაფერი რომ მოუფიქრეს, ასეთი აბსურდული მუხლი მიუყენეს ხაბეიშვილის. ეს არის კლასიკური პოლიტიკური დაკავება იმისათვის,რომ ველი მოასუფთაონ და ბიძინა ივანიშვილმა მშვიდად დაიძინოს. 100 ათასობით ადამიანი ირაზმება იმისათვის, რომ ეს ბოროტი რეჟიმი დაასრულოს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არიან დაკავებულები, ამავე პარტიის სხვა ლიდერები და წევრები იმყოფებიან.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა