უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

გიგა ბოკერია - ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს

ნახვები: 450 გიგა ბოკერია - ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს

ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, - ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ძალის დემონსტრირებით ცდილობს ამის გადაფარვას.

ბოკერია აღნიშნავს, რომ საზოგადოების პასუხი პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს.

„ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით- ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე. ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის მის ზომას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული, ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად. თუმცა სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია.

ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას ამის გადასაფარად.

ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი, პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს და იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა