უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პეტრე ცისკარიშვილი - 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი

ნახვები: 539 პეტრე ცისკარიშვილი - 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი

4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება- ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ 4 ოქტომბერს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული მუხტი ვერ ჩაქრება.

„4 ოქტომბრის გეგმებს რაც ეხება, არაფერი იცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს და ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრაზს რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ იმ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას.

უკვე ამდენი წელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს ლევანისიც ძალიან შეეშინდა და ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს. ლევანი დააკავეს აბსოლუტურად გაუგებარი, აბურდული ბრალდებით ვითომ ვიღაცას ქრთამს სთავაზობდა. სინამდვილეში კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებები გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი,“ -განაცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა