სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

პაატა ბურჭულაძე - მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს ჩემი საოპერო არიის შესრულება რომ არ მოეწონოს - აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი

13.09.2025 ნახვები: 389

სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერაფერს, მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის რომელიმე ჩემი საოპერო არის შესრულება არ მოეწონოს - აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება,- ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ რამის საჯაროდ დაპირება დანაშაულია, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის დაკავებული უნდა იყოს და ბევრი უნდა ჰქონდეს მისჯილი.

„ძალიან ძნელია, სერიოზულად შეაფასო ის, რაც დღეს ხდება და სერიოზულად მიიღო, რომ ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა რაიმეში არიან დამნაშავეები. ირონიულად რომ ვთქვათ, ეს ცირკის რაღაც ერთ-ერთი წარმოდგენაა, სადაც გეცინება და სასაცილოა ყველაფერი. თუ სერიოზულად ვიტყვით, ეს არის ნიშანი, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვკარგავთ ქვეყანას, ერთობას, ყველაფერს, ამიტომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. ვნახოთ ეს მოსამართლე და ის სამი ადამიანი, რომლებიც შეურაცხყოფილი ყოფილან, რას იტყვიან.

„ოცნების“ ლოგიკას რომ გავყვეთ, თუ 3000 ათასი გდდ-ს თანამშრომლიდან, 3 კაცმა ეს განცხადება შეურაცხყოფილად მიიღო, დანარჩენები ცუდი ადამიანები ყოფილან. სასაცილოა ეს ყველაფერი, სასაცილო რომ არ იყოს.

მეც აქ ვარ მოსული, სერიოზულად ვერ აღვიქვამ ვერაფერს, მეც შეიძლება დამაკავონ, რომ ვთქვათ ბიძინა ივანიშვილს ჩემი რომელიმე საოპერო არიის შესრულება არ მოეწონოს.

თუ რამის საჯაროდ დაპირება დანაშაულია, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის დაკავებული უნდა იყოს და ბევრი უნდა ჰქონდეს მისჯილი - 5 მილიონი თითო სოფელს, უფასო ფული, რა ვიცი ყველაფერი“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ,

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. მას ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა. 18:00 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა