სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

14.09.2025 ნახვები: 364

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა. ზოდელავა გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადა.

როგორც ცნობილია, სასამართლომ 13 სექტემბერს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზოდელავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა