უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის

ნახვები: 536 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის

რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის, რუსულ დრონებს გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მან პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, რაც უკრაინის პრეზიდენტის აზრით, აიძულებს პუტინს ომის დასრულებას.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომია. ყველა ხედავს, რომ რუსული დრონები პოლონეთის წინააღმდეგ ასევე პუტინის ომია და ეს გაფრთხილებაა არა მხოლოდ პოლონელებისთვის, არამედ ევროპაში ყველასთვის. რუსულ დრონებს შეუძლიათ გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა. ეს უკვე ძალიან გრძელი ომია რუსეთისთვის – მისი ამბიციებისთვის, მისი შესაძლებლობებისთვის, მისი ბიუჯეტისთვის, რაც ნიშნავს რუსულ ნავთობს, რუსულ გაზს, რუსულ ურანს, რუსულ რესურსებს, რითაც პუტინს ფულს შოულობს. მე ვთხოვ ყველა პარტნიორს, შეწყვიტონ საბაბების ძებნა, რომ არ დააწესონ ესა თუ ის სანქცია – ვთხოვ ყველას, ევროპას, შეერთებულ შტატებს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს, მშვიდობა არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ ომიდან მშვიდობამდე და სანქციები ამ გზის ნაწილია. თუ პუტინს არ სურს მშვიდობა, ის უნდა აიძულონ. პუტინის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ის მას ვეღარ გააგრძელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე თქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი უკვე ფაქტობრივად მზადაა და ახლა მიმდინარეობს დეტალების შემუშავება და ყველა პარტნიორთან შეთანხმება.

„ახლა კი ჩვენ რუსეთი უნდა ვაიძულოთ, დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები, დათანხმდეს შეხვედრის სამუშაო ფორმატს, ცეცხლი საიმედო შეწყვეტას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობები და დარტყმები. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიმოქმედებთ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა