მარკ რუტე - რუსეთი ევროპასა და მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს
პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - „შაჰედების“ წინააღმდეგ უფრო იაფი გადაწყვეტილებები გვაქვს, ვიდრე Patriot-ებია

15.09.2025 ნახვები: 295

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაცილებით იაფი და სისტემური გადაწყვეტილებები აქვს, ვიდრე მის პარტნიორებს და მზადაა, ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

„უკრაინის დაცვა ნამდვილად საერთო ამოცანაა. და ჩვენ მზად ვართ, ყველა პარტნიორს ვასწავლოთ ასეთი თავდაცვა. ყველა ხედავს, რომ რუსები იკვლევენ, თუ როგორ გადაიტანონ ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე. რუსეთის არმია ასევე სცდის რუმინეთს. რა თქმა უნდა, ნატო-ს აქვს Patriot-ები, სხვა სისტემები და ძლიერი გამანადგურებლები, მაგრამ რუსული „შაჰედებისა“ და „გერბერების“ წინააღმდეგ, ჩვენ, უკრაინაში, გაცილებით იაფი, უფრო მასიური და სისტემური გადაწყვეტილებები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დავკარგოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

10 სექტემბერს, ოცამდე რუსული დრონი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. პოლონეთმა მათი ნაწილი ჩამოაგდო და ნამსხვრევების უმეტესობა უკვე ნაპოვნია, ძირითადად ლუბლინის სავოევოდოში, ბელარუსის საზღვართან ახლოს. ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კერძო სახლის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა