უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

საპროტესტო მსვლელობის დროს ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო

ნახვები: 427 საპროტესტო მსვლელობის დროს ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო

ხმაური და დაპირისპირება იყო ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნენ.

სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. პოლიციამ ადგილზე რამდენადმე პირი ადგილიდან გაიყვანა და სავარაუდოდ, დააკავა.

ასევე, აქციის მონაწიელების თქმით, პოლიციამ ერთი პირი, პროტესტის მონაწილე, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა. ისინი ადგილზე ადვოკატის შეშვებას ითხოვენ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა