უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზა ცეცხლშია გახვეული - უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება

ნახვები: 428 ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზა ცეცხლშია გახვეული - უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება

ღაზა ცეცხლშია გახვეული, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ მისია არ შესრულდება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, „ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, რათა „ჰამასის“ დასამარცხებლად და მძევლების გასათავისუფლებლად შესაბამისი პირობები შექმნან“.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზადან 350 000-ზე მეტი პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო, რომლის მიზანი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მტკიცებით, „ჰამასის“ ამოძირკვაა, - ინფორმაციას Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის შეტევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის მაღალჩინოსან წევრებს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

„უნდა გვახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე - და ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ძალადობასა და ბარბაროსობას მიუძღვნეს. როდესაც ამ მკაცრ რეალობას ვუპირისპირდებით, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არსებობდეს მისი დასრულების ერთგვარი მშვიდობიანი, დიპლომატიური გზა, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმ შესაძლებლობისთვის, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა რუბიომ.

ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ რუბიომ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, მაგრამ სურს მისი სწრაფად განხორციელება და რაც შეიძლება მალე დასრულება.

„რუბიომ არ შეუშალა ხელი სახმელეთო ოპერაციას“, - განაცხადა ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა