უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დონალდ ტრამპი - „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ

ნახვები: 440 დონალდ ტრამპი - „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.

„მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს მრავალრიცხოვან აშშ-ის პატრიოტებს, რომ „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ. ასევე, გავცემ მკაცრ რეკომენდაციას, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად,“ - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რიგმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ ულტრამემარცხენეების „ძალადობის წამქეზებელ კოორდინირებულ მცდელობას“. ამ განცხადებებმა პროტესტი გამოიწვია ზოგიერთი „დემოკრატის“ მხრიდან, რადგან მიაჩნიათ, რომ ტრამპი საბაბს ქმნის განსხვავებული აზრის, საპირისპირო შეხედულებების ჩასახშობად.

„ანტიფა“, „ანტიფაშისტების“ შემოკლებული ფორმა, არ არის სტრუქტურირებული ჯგუფი, ის უფრო სოციალური მოძრაობაა. CNN-ის განმარტებით, აშშ-ში უკანონოდ ითვლება მატერიალური მხარდაჭერის გაწევა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მთავრობის მიერ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული, თუმცა ადგილობრივი ჯგუფებისთვის ანალოგიური კანონი არ არსებობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა