სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

მეფე ჩარლზი - დღეს, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

18.09.2025 ნახვები: 302

ორ მსოფლიო ომში ჩვენ ერთად ვიბრძოდით ტირანიის ძალების დასამარცხებლად. დღეს, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შევაჩეროთ აგრესია და უზრუნველვყოთ მშვიდობა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა სახელმწიფო ბანკეტზე განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა.

„ეს უნიკალური და მნიშვნელოვანი ვიზიტი ასახავს ჩვენს ორ დიდ ერს შორის არსებულ მყარ კავშირს. ოკეანე, შეიძლება, კვლავ გვყოფდეს, მაგრამ მრავალი სხვა თვალსაზრისით ჩვენ ახლა ყველაზე ახლო ნათესავები ვართ. ჩვენს ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის ურთიერთობა აქვთ. ორ მსოფლიო ომში ჩვენ ერთად ვიბრძოდით ტირანიის ძალების დასამარცხებლად. დღეს, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შევაჩეროთ აგრესია და უზრუნველვყოთ მშვიდობა. ჩვენი ქვეყნები ერთად მუშაობენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელთაგანაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პირადი ერთგულება, იპოვოთ გადაწყვეტილებები მსოფლიოს ყველაზე რთული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა მეფე ჩარლზმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა