უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გოლით გახსნა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტა“ დაამარცხა

ნახვები: 416 ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გოლით გახსნა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტა“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გოლი გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ „ატალანტას“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0.

ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 75-ე წუთზე შეცვალეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მე-3 წუთზე ანგარიში ეფექტური კომბინაციის შემდეგ მარკიონოსმა გახსნა.

კვარამ თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა. ბურთიანად საჯარიმოსკენ დაიძრა და შორეული ეფექტური დარტყმით სხვაობა გაზარდა. ტაიმის ბოლოს მესამეს გატანა ბრედლი ბარკოლას შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

პარიზელებმა შესვენების შემდეგ „ატალანტას“ მესამე მაინც გაუტანეს – 51-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა მარცხენა ფლანგზე დრიბლინგი ლამაზი გოლით დაასრულა.

საბოლოო ანგარიში კი 90+1-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ოქტომბერს გამართავს და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს, „ბარსელონას“ ესტუმრება.

კვარაცხელია „ატალანტასთან“ შეხვედრაში საუკეთესოდ თავად მატჩის ორგანიზატორმა დაასახელა.

გარდა ამისა, საუკეთესო მოთამაშედ აღიარა ანალიტიკურმა ვებგვერდმა WhoScored-მაც, რომელმაც მისი თამაში 8.9 ქულით შეაფასა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა