სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

სალომე სამადაშვილი - სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს

18.09.2025 ნახვები: 392

სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს - სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია „სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი არ დავკარგოთ“.

„ვხედავთ, რომ სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს. მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათაც გადაწყვიტეს რეჟიმის წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს დაუწესდეს სანქცია, არ მიეცეთ ევროკავშირში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში და სომხეთში გაემგზავრა. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ადგილს, როგორც დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირეებს რეგიონში, მეზობლები იკავებენ.

„საქართველოს, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის დავალებით აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ჩვენს ადგილს, როგორც დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეები რეგიონში, იკავებენ ჩვენი მეზობლები. კოსის ვიზიტი მეორე მაღალი დონის ვიზიტია ბრიუსელიდან, როდესაც ჩვენს მეზობლებთან ჩადიან, მაგრამ საქართველოში არ ჩამოდიან. წინა იყო კაია კალასის ვიზიტი.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენს ხალხს ეკუთვნოდა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ივანიშვილმა წაართვა. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები გააღრმავებენ ევროკავშირთან ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც საქართველომ სულ უახლოეს მომავალში შესაძლოა დაკარგოს ისეთი მონაპოვარი, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა