უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი- უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს

ნახვები: 523 ვოლოდიმირ ზელენსკი- უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს

ამ კვირების განმავლობაში უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს დონეცკის მიმართულებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ამ კვირების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ კონტრშეტევით ოპერაციას ვაწარმოებთ. ბიჭები ყოჩაღები არიან. დონეცკის მიმართულებაზე, პოკროვსკის, დობროპოლიეს რაიონში. სასტიკი ბრძოლები, მაგრამ მოვახერხეთ რუსებისთვის საგრძნობი დანაკარგების მიყენება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის არმია ოკუპანტებს ამ მიმართულებაზე სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას ართმევენ, რომელსაც ისინი დიდხანს გეგმავდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინული მიწის 160 კვადრატული კილომეტრი, შვიდი დასახლებული პუნქტი, ხოლო კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი და ცხრა დასახლებული პუნქტი “გაწმენდილია ოკუპანტებისგან”.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინამ მნიშვნელოვნად შეავსო თავისი გაცვლითი ფონდი - უკვე არის თითქმის ასი დატყვევებული რუსი და “კიდევ იქნებიან”.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირების განმავლობაში მხოლოდ პოკროვსკის რაიონში რუსების დანაკარგები 2,500 ადამიანზე მეტია, მათგან 1 300-ზე მეტი მოკლულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა