უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დონალდ ტრამპი - იმედგაცრუებული ვარ

ნახვები: 432 დონალდ ტრამპი - იმედგაცრუებული ვარ

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.

„ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო ყველაზე მარტივი შესათანხმებელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი მოგვარდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ომის მოგვარების შემდეგ, ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კვლავ სჯერა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა არსებებს და რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ევროპის მხრიდან რუსული ნავთობის ყიდვის შეწყვეტაა.

„საბოლოო ჯამში, თუ ნავთობის ფასები დაეცემა ან თუ რუსეთი ნავთობს ვერ გაყიდის, მათ სხვა გზა არ ექნებათ გარდა იმისა, რომ დათანხმდნენ. ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნები, როდესაც ისინი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ეს არ არის საუკეთესო რამ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა