სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

19.09.2025 ნახვები: 323

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯიმ რიშს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ ვიკერის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენატორებთან საუბრისას განიხილეს საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს.

„დღეს შევხვდით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჯიმ რიშს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირია, ის ასევე არის საქართველოს დიდი მეგობარი და არის საკვანძო ფიგურა MEGOBARI აქტის გატანაში აშშ-ის სენატში. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო აღნიშნული და ამაზე თანხმდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო აშშ-ში, შეუძლებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა მანამ, სანამ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და სანამ ივანიშვილის რეჟიმი იღებს ავტოკრატიულ გადაწყვეტილებებს. აშშ საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვისთვის და აღდგენისთვის აუცილებელია რეჟიმის ცვლილება და ჩვენ საგარეო წნეხით და ჩვენი ბრძოლით ქვეყნის შიგნით ამ ცვლილებას აუცილებლად მოვიპოვებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა