სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

19.09.2025 ნახვები: 240

 

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.

გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.

„თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, - ანა ტატიშვილი, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.

ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის,  Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა