სუს - მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ
სუს - 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია დააკავეს
IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვეთანხმებით ტრამპის ყველა წინადადებას მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით

19.09.2025 ნახვები: 312

რუსეთი ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებებს უგულებელყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობას დრონებით შეუტია.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები, რუსეთს მშვიდობისკენ მოუწოდებს, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას თავს კიდევ ერთხელ ესხმიან. ვისმენთ ტრამპის პოზიციას მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით და ვეთანხმებით ყველა წინადადებას, რომელიც დიპლომატიისკენ არის მიმართული. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში ამ პოზიციას არ ისმენენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გაზლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მაგიდაზეა შეთანხმებები დრონებისა და იარაღის შესყიდვების შესახებ, რომლებიც უკრაინამ ამერიკას შესთავაზა. საჭიროა გადამწყვეტი ქმედებები, რათა რუსეთი დიპლომატიაზე საბოლოოდ დავითანხმოთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა