IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day

შსს-მ აქციის მონაწილის, ლევან ჯობავას წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, ძალადობის მუხლით საქმე აღძრა

19.09.2025 ნახვები: 351

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის იმ მონაწილის წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული პირის, ლევან ჯობავას ადვოკატმა, მარიამ ჯიქიამ განუცხადა, ჯობავას მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ორი დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარებს: ერთი არის ძალადობის მუხლით დაწყებული და მეორე იარაღთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით. ჩვენ ვიყავით გამოკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 236-ე მუხლს. ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე გამოკითხვაზე არ დავუბარებივართ. რაც შეეხება სტატუსს, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, ლევან ჯობავას სტატუსი არ აქვს“, - განაცხადა მარიამ ჯიქიამ.

ცნობისთვის, შს სამინისტრომ 15 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირებას ახდენდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.

ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამი იყო 15 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გაათავისუფლეს ის არასრულწლოვანი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირების მიზეზით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული ნივთი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა