IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day

6 თვის წინ 160 ავტობუსი ჰყავდა თბილისს ჩამოყვანილი, რომლის შესყიდვაც 2023 წელს მოხდა, კალაძემ ისინი შეინახა, რათა წინასაარჩევნოდ პიარისთვის გამოეყენებინა - ირაკლი კუპრაძე

20.09.2025 ნახვები: 366

6 თვის წინ 160 ავტობუსი ჰყავდა თბილისს ჩამოყვანილი, რომლის შესყიდვაც 2023 წელს მოხდა, 2025 წლის მარტში 160-ვე ავტობუსი უკვე დედაქალაქში იყო და კახი კალაძემ ისინი შეინახა, იმისთვის, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ 2 კვირით ადრე პიარისთვის გამოეყენებინა,- ამის შესახებ პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მთავრობას და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს მოსახლეობის საჭიროებები და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე ზრუნავს.

„კახი კალაძეს, თბილისის მთავრობას, „ანტიქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს თბილისის რეალური პრობლემები, არ აინტერესებს ის საცობები, რომლებიც ხელს უშლის თბილისში გადაადგილებას, ხელს უშლის გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებას. 6 თვე იყო გაჩერებული ავტობუსები, რის გამოც გადაადგილება არ იყო შესაბამისად გამოსწორებული თბილისში და ეს არის კახი კალაძის პერსონალური პასუხისმგებლობა. ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ პიარზე და არაფერზე სხვაზე. კალაძეს და „ანტიქართულ ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, 60 მილიონის ღირებულების მომსახურების სივრცის აშენებაზე, რაც დღემდე არ გაკეთებულა, რამდენჯერმე გადაიდო ამ 160 ავტობუსის ავტოსადგომის მშენებლობა, რაც დღემდე დაუსრულებელია. დღეს კალაძე და „ანტიქართული ოცნება“ დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ კორუფციით და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარით, რაც არ შეესაბამება თბილისის მოსახლეობის ინტერესებს.“- განაცხადა კუპრაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა