მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day
Ukrainian border troops destroy Russian Murom-M complex, two EW stations on southern front
Ukrainian experts join NATO Loyal Dolos 2025 exercise
Ukrainian border guards wipe out Russian tank, artillery gun on Southern Slobozhanshchyna front
Ukrainian air assault troops disable Russian Gvozdika howitzer in Kursk region
Ukraine’s UN Envoy urges Europe to cut aid to states undermining Ukraine at UN
Ukrainian National Guards thwart Russian mechanized assault, destroy dozens of enemy vehicles

დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი

23.09.2025 ნახვები: 229

უკრაინაში ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ის აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის ცუდ ხელმძღვანელობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე განაცხადა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ჩინეთი და ინდოეთი არიან მიმდინარე ომის პირდაპირი დამფინანსებლები, რადგან განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას, ნატო-ს ქვეყნებსაც არ შეუწყვეტიათ რუსული ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის შეძენა და ევროპამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს რუსეთისგან ენერგორესურსების ყიდვა.

„დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში მკვლელობების დასასრულებლად. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემ მიერ დასრულებული შვიდი ომიდან ერთ-ერთი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო, რომელიც ყოველთვის კარგი იყო. ვფიქრობდი, ეს ყველაზე ადვილი იქნებოდა. თუმცა თქვენ იცით, რომ ომში არასდროს იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი მოულოდნელობაა, როგორც კარგი, ისე ცუდი. ყველას ეგონა, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა ამ ომში სამ დღეში, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ყველას ეგონა, რომ ეს იქნებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ სწრაფი პატარა შეტაკება. ეს რუსეთს კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს. ეს მათ ცუდი მხრიდან აჩვენებს, რაც არ უნდა მოხდეს დღეიდან. ეს უნდა ყოფილიყო დღეების ამბავი, კვირაზე ნაკლები და ისინი უკვე სამ-ნახევარი წელია, იბრძვიან და კლავენ ხუთიდან შვიდი ათასამდე ახალგაზრდა სამხედროს ორივე მხარეს ყოველკვირეულად. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ის აჩვენებს, თუ რა არის ხელმძღვანელობა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის ცუდ ხელმძღვანელობას. შეხედეთ, რა დაემართა აშშ-ს და შეხედეთ, სად ვართ ახლა ჩვენ მოკლე პერიოდში. ერთადერთი კითხვა ახლა მდგომარეობს იმაში, კიდევ რამდენი სიცოცხლე განადგურდება უმიზეზოდ ორივე მხარეს. ჩინეთი და ინდოეთი არიან მიმდინარე ომის პირდაპირი დამფინანსებლები, რადგან განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას, რაც უპატიებელია.

ნატო-ს ქვეყნებსაც არ შეუწყვეტიათ რუსული ნავთობისა და რუსული ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის შეძენა. მე ეს ორი კვირის წინ გავიგე და ბედნიერი არ ვიყავი. იფიქრეთ ამაზე. ისინი აფინანსებენ ომს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ვის გაუგონია ასეთი რამ? თუ რუსეთი მზად არ არის, დადოს შეთანხმება ომის დასასრულებლად, მაშინ აშშ სრულად არის მზად, დააწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რომელიც მჯერა, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ტარიფები იყოს ეფექტიანი, ევროპული ქვყნები, ყველა თქვენგანი, ვინც ამჟამად აქ იმყოფება, უნდა შემოგვიერთდეთ ანალოგიური ზომების მიღებაში. თქვენ უფრო ახლოს ხართ, ჩვენ ოკეანე გვყოფს. თქვენ იქვე ხართ და ევროპა უნდა გააქტიურდეს. ისინი არ უნდა აკეთებდნენ, რასაც აკეთებენ. ისინი ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს და გაზს და ამავე დროს, რუსეთს ებრძვიან. ეს მათთვის უხერხულია. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა ძალიან ბევრ დროს ვფლანგავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა