ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე - გამიკვირდა, მაგრამ ეს ძალიან დადებითი სიგნალია

24.09.2025 ნახვები: 385

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, ძალიან პოზიტიურ სიგნალად აფასებს.

Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ უკრაინა ისეთ პოზიციაშია, რომ შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ, ზელენსკიმ უპასუხა :

“ცოტათი. დიახ. ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო და მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე მხარდაჭერა. ასე რომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან (ტრამპმა) გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის (პუტინი) არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკის შეცვლას ძალიან დადებით სიგნალად მიიჩნევს.

„ვხედავ - დიახ, ეს ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, მართალი ხართ - მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა